Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა–ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 1-20

Yamakavagga 1. წყვილთა თავი

Cakkhupālattheravatthu

Manopubbaṅgamā dhammā, განზრახვა განსაზღვრავს გამოცდილებას;

manoseṭṭhā manomayā; განზრახვა უპირველესია, ის ქმნის ყოველივეს.

Manasā ce paduṭṭhena, თუკი მანკიერი განზრახვით

bhāsati vā karoti vā; ისაუბრებ ან იმოქმედებ,

Tato naṁ dukkhamanveti, ტანჯვა მოგყვება თან,

cakkaṁva vahato padaṁ. როგორც ურმის თვალი მიჰყვება ხარის ნაბიჯს.

Maṭṭhakuṇḍalīvatthu

Manopubbaṅgamā dhammā, განზრახვა განსაზღვრავს გამოცდილებას;

manoseṭṭhā manomayā; განზრახვა უპირველესია, ის ქმნის ყოველივეს.

Manasā ce pasannena, თუკი უმანკო განზრახვით

bhāsati vā karoti vā; ისაუბრებ ან იმოქმედებ,

Tato naṁ sukhamanveti, ბედნიერება მოგყვება თან,

chāyāva anapāyinī. როგორც ჩრდილი, რომელიც არასოდეს გტოვებს.

Tissattheravatthu

Akkocchi maṁ avadhi maṁ, “მან გამლანძღა, მან დამარტყა!

ajini maṁ ahāsi me; მან მცემა, მან გამქურდა!”

Ye ca taṁ upanayhanti, მათთვის, ვინც მსგავს წყენას ატარებს,

veraṁ tesaṁ na sammati. სიძულვილი არასოდეს დაცხრება.

Akkocchi maṁ avadhi maṁ, “მან გამლანძღა, მან დამარტყა!

ajini maṁ ahāsi me; მან მცემა, მან გამქურდა!”

Ye ca taṁ nupanayhanti, მათთვის, ვინც მსგავს წყენას არ ატარებს –

veraṁ tesūpasammati. სიძულვილი დაცხრება.

Kāḡayakkhinčvatthu

Na hi verena verāni, ვინაიდან სიძულვილი

sammantīdha kudācanaṁ; სიძულვილით კი არა,

Averena ca sammanti, მხოლოდ სიყვარულით ცხრება:

esa dhammo sanantano. ეს უძველესი სწავლებაა.

Kosambakavatthu

Pare ca na vijānanti, ზოგი ვერ აცნობიერებს,

mayamettha yamāmase; რომ მოკვდავნი ვართ.

Ye ca tattha vijānanti, ვინც ამას ვაცნობიერებთ, შესაბამისადაც მოვიქცეთ,

tato sammanti medhagā. რამეთუ სწორედ ასე ცხრება დაპირისპირება.

Mahākāḡattheravatthu

Subhānupassiṁ viharantaṁ, ვინც ეწაფება მშვენიერებას,

indriyesu asaṁvutaṁ; არის თავაშვებული,

Bhojanamhi cāmattaññuṁ, გაუმაძღარი,

kusītaṁ hīnavīriyaṁ; ზარმაცი და უსაქმური –

Taṁ ve pasahati māro, მარა მოერევა,

vāto rukkhaṁva dubbalaṁ. როგორც ქარი – სუსტ ხეს.

Asubhānupassiṁ viharantaṁ, ვინც აცნობიერებს არამიმზიდველს,

Indriyesu susaṁvutaṁ; არის თავშეკავებული,

Bhojanamhi ca mattaññuṁ, იკვებება ზომიერად,

Saddhaṁ āraddhavīriyaṁ; აქვს რწმენა და შემართება –

Taṁ ve nappasahati māro, მარა ვერ მოერევა,

Vāto selaṁva pabbataṁ. როგორც ქარი ვერ მოერევა კლდოვან მთას.

Devadattavatthu

Anikkasāvo kāsāvaṁ, ვინც იმოსება ოხრად შეფერილი სამოსით,

yo vatthaṁ paridahissati; თუმცა, არ არის უმანკო

Apeto damasaccena, და მოკლებულია თავშეკავებასა და ჭეშმარიტებას,

na so kāsāvamarahati. ამ სამოსის ღირსი არ არის.

Yo ca vantakasāvassa, ვინც მტკიცე ზნეობით,

sīlesu susamāhito; თავშეკავებითა და ჭეშმარიტებით

Upeto damasaccena, განიწმინდა ყველა მანკი,

sa ve kāsāvamarahati. ნამდვილად ღირსია ოხრად შეფერილი სამოსის.

Sāriputtattheravatthu

Asāre sāramatino, ვინც არაარსებითს არსებითად მიიჩნევს,

sāre cāsāradassino; არსებითს კი არაარსებითად,

Te sāraṁ nādhigacchanti, ვერ იაზრებს არსებითს,

micchāsaṅkappagocarā. რამეთუ მცდარ აზროვნებას ჰყავს შეპყრობილი.

Sārañca sārato ñatvā, ვინც არსებითს ხედავს, როგორც არსებითს,

asārañca asārato; ხოლო არაარსებითს – როგორც არაარსებითს,

Te sāraṁ adhigacchanti, იაზრებს არსებითს,

sammāsaṅkappagocarā. და სწორადაც აზროვნებს.

Nandattheravatthu

Yathā agāraṁ ducchannaṁ, როგორც წვიმა ჟონავს

vuṭṭhī samativijjhati; უხეიროდ გადახურულ სახლში,

Evaṁ abhāvitaṁ cittaṁ, ასევე ეუფლება ვნება

rāgo samativijjhati. გაუწვრთნელ გონებას.

Yathā agāraṁ suchannaṁ, როგორც წვიმა არ ჟონავს

vuṭṭhī na samativijjhati; კარგად გადახურულ სახლში,

Evaṁ subhāvitaṁ cittaṁ, ასევე არ ეუფლება ვნება

rāgo na samativijjhati. კარგად გაწვრთნილ გონებას.

CundasĹŤkarikavatthu

Idha socati pecca socati, ბოროტის მქმნელი ორივეგან –

Pāpakārī ubhayattha socati; ამიერშიცა და იმიერშიც გლოვობს.

So socati so vihaññati, ის გლოვობს და ბორგავს,

Disvā kammakiliṭṭhamattano. რამეთუ ცნობს საკუთარ ბინძურ საქციელს.

Dhammikaupāsakavatthu

Idha modati pecca modati, კარგის მქმნელი ორივეგან –

Katapuñño ubhayattha modati; ამიერშიცა და იმიერშიც ხარობს.

So modati so pamodati, ის ხარობს და ზეიმობს,

Disvā kammavisuddhimattano. რამეთუ ცნობს საკუთარ სუფთა საქციელს.

Devadattavatthu

Idha tappati pecca tappati, ბოროტის მქმნელი ორივეგან –

Pāpakārī ubhayattha tappati; ამიერშიცა და იმიერშიც იტანჯება.

“Pāpaṁ me katan”ti tappati, ის იტანჯება, ვინაიდან საკუთარ ცუდ საქციელზე ფიქრობს;

Bhiyyo tappati duggatiṁ gato. სატანჯველში მოხვედრის შემდეგ კი, მეტად იტანჯება.

SumanadevÄŤvatthu

Idha nandati pecca nandati, კარგის მქმნელი ორივეგან –

Katapuñño ubhayattha nandati; ამიერშიცა და იმიერშიც ხარობს.

“Puññaṁ me katan”ti nandati, ის ხარობს, ვინაიდან საკუთარ კარგ საქციელზე ფიქრობს.

Bhiyyo nandati suggatiṁ gato. ნეტარებაში მოხვედრის შემდეგ კი, მეტად ნეტარებს

Dvesahāyakabhikkhuvatthu

Bahumpi ce saṁhita bhāsamāno, რამდენიც არ უნდა იკითხოს სწავლება,

Na takkaro hoti naro pamatto; თუკი დაუდევარი ადამიანი მის თანახმად არ ცხოვრობს,

Gopova gāvo gaṇayaṁ paresaṁ, იგი განდეგილი ცხოვრების მადლს აკლდება ისე,

Na bhāgavā sāmaññassa hoti. როგორც მწყემსი, რომელიც სხვის ნახირს უმზერს.

Appampi ce saṁhita bhāsamāno, სულაც რომ იშვიათად იკითხოს სწავლება,

Dhammassa hoti anudhammacārī; თუკი ადამიანი მის თანახმად ცხოვრობს,

Rāgañca dosañca pahāya mohaṁ, არ ებღაუჭება ამ ცხოვრებას ანდა შემდეგს,

Sammappajāno suvimuttacitto; რამეთუ ღრმა შემეცნებითა და განთავისუფლებული გულით,

Anupādiyāno idha vā huraṁ vā, მიატოვა ლტოლვა, სიძულვილი და უგუნურება,

Sa bhāgavā sāmaññassa hoti. იგი განდეგილი ცხოვრების მადლს გაიზიარებს.

Yamakavaggo paáš­hamo.
PreviousNext