Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა–ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 21-23

Appamādavagga 2. გულმოდგინება

Sāmāvatīvatthu

Appamādo amatapadaṁ, სიფხიზლე სიკვდილისგან თავისუფალი მდგომარეობაა;

pamādo maccuno padaṁ; დაუდევრობა კი – სიკვდილის.

Appamattā na mīyanti, ფხიზელნი არ კვდებიან,

ye pamattā yathā matā. ვინც დაუდევარია – ის უკვე მკვდარია.

Evaṁ visesato ñatvā, ხვდებიან რა ამ სხვაობას,

appamādamhi paṇḍitā; ფხიზელნი ხარობენ

Appamāde pamodanti, საკუთარი სიფხიზლით

ariyānaṁ gocare ratā. და ნეტარებენ დიადთა სამკვიდროში.

Te jhāyino sātatikā, ბრძენი, რომელიც მუდამ მედიტირებს

niccaṁ daḷhaparakkamā; დიდი მონდომებით,

Phusanti dhīrā nibbānaṁ, მიაღწევს ნიბანას –

yogakkhemaṁ anuttaraṁ. უზენაეს თავშესაფარს.

Kumbaghosakaseṭṭhivatthu

Uṭṭhānavato satīmato, ბეჯითი და გაცნობიერებული,

Sucikammassa nisammakārino; საქმით წმინდა და ყურადღებიანი,

Saññatassa dhammajīvino, მოზომილი, მართალი და გულმოდგინე –

Appamattassa yasobhivaḍḍhati. ასეთის დიდება მხოლოდ იზრდება.

Cūḷapanthakavatthu

Uṭṭhānenappamādena, სიბეჯითითა და გულმოდგინებით,

saṁyamena damena ca; მოზომვითა და თავშეკავებით,

Dīpaṁ kayirātha medhāvī, გონიერი ადამიანი ქმნის კუნძულს,

yaṁ ogho nābhikīrati. რომელსაც ვერაფერი წალეკავს.

Bālanakkhattasaṅghuṭṭhavatthu

Pamādamanuyuñjanti, სულელნი და უგუნურნი

bālā dummedhino janā; დაუდევრობას ეწაფებიან.

Appamādañca medhāvī, მაგრამ ბრძენნი – გულმოდგინებას იცავენ,

dhanaṁ seṭṭhaṁva rakkhati. როგორც საკუთარ, უძვირფასეს განძს.

Mā pamādamanuyuñjetha, არ მიჰყო ხელი დაუდევრობას,

mā kāmaratisanthavaṁ; არ გაგიტაცოს ხორციელმა ვნებამ;

Appamatto hi jhāyanto, ვინაიდან, უხვ ნეტარებას

pappoti vipulaṁ sukhaṁ. გულმოდგინებითა და მედიტაციით მოიპოვებ.

Mahākassapattheravatthu

Pamādaṁ appamādena, როდესაც ბრძენი დაუდევრობას

yadā nudati paṇḍito; გულმოდგინებით განდევნის,

Paññāpāsādamāruyha, იგი მაღლდება სიბრძნის კაბადონზე

asoko sokiniṁ pajaṁ; და თავად უმწუხრო, გადაჰყურებს ხალხის მწუხარებას,

Pabbataṭṭhova bhūmaṭṭhe, როგორც მთის მწვერვალზე მდგომი ბრძენი

dhīro bāle avekkhati. გადმოჰყურებს დაბლა მყოფ სულელებს.

Pamattāpamattadvesahāyakabhikkhuvatthu

Appamatto pamattesu, ფხიზელი არაფხიზელთ შორის,

suttesu bahujāgaro; მძინარეთ შორის მღვიძარე –

Abalassaṁva sīghasso, ჭეშმარიტად ბრძენი მათ უკან მოიტოვებს,

hitvā yāti sumedhaso. როგორც მარდი ცხენი – დაუძლურებულს.

Maghavatthu

Appamādena maghavā, მაგჰავამ ღმერთთა შორის უპირატესობა

devānaṁ seṭṭhataṁ gato; სიფხიზლით მოიპოვა.

Appamādaṁ pasaṁsanti, ხალხი აფასებს გულმოდგინებას,

pamādo garahito sadā. დაუდევრობას კი – აძაგებს.

Aññatarabhikkhuvatthu

Appamādarato bhikkhu, გულმოდგინებე ბერი

pamāde bhayadassi vā; რომელიც დაუდევრობას ერიდება,

Saṁyojanaṁ aṇuṁ thūlaṁ, წინ მიიწევს და

ḍahaṁ aggīva gacchati. ანადგურებს ბორკილებს, დიდსა თუ მცირეს, ვით ცეცხლი.

Nigamavāsitissattheravatthu

Appamādarato bhikkhu, გულმოდგინე ბერი,

pamāde bhayadassi vā; რომლიც დაუდევრობას ერიდება,

Abhabbo parihānāya, არ დამარცხდება

nibbānasseva santike. და ნიბანას მიუახლოვდება.

Appamādavaggo dutiyo.
PreviousNext