Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 146-156

Jarāvagga 11. მხცოვანება

Visākhāyasahāyikānaṁvatthu

Ko nu hāso kimānando, რად ღირს ხალისი, ანდაც სიცილი,

niccaṁ pajjalite sati; როდესაც ცეცხლი მუდამ გიზგიზებს?

Andhakārena onaddhā, სიბნელით მოცულნო,

padīpaṁ na gavesatha. ნუთუ არ ეძებთ სინათლეს?

Sirimāvatthu

Passa cittakataṁ bimbaṁ, შეიცანი ეს მორთული თოჯინა,

arukāyaṁ samussitaṁ; სხეული, რომელიც წყლულებით არის სავსე,

Āturaṁ bahusaṅkappaṁ, სნეული, ათასგვარი ზრახვით შეპყრობილი,

yassa natthi dhuvaṁ ṭhiti. რომელშიც არაფერია მარადიული.

Uttarātherīvatthu

Parijiṇṇamidaṁ rūpaṁ, ეს სხეული, დაუძლურებული და სუსტი,

roganīḷaṁ pabhaṅguraṁ; სნეულებათა ბუდეა, ხრწნადია.

Bhijjati pūtisandeho, ეს მყრალი გვამი გაიხრწნება,

maraṇantañhi jīvitaṁ. რამეთუ სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება.

Sambahulaadhimānikabhikkhuvatthu

Yānimāni apatthāni, ეს მტრედისფერი ძვლები,

alābūneva sārade; შემოდგომის გამხმარი გოგრებივითაა

Kāpotakāni aṭṭhīni, მიმობნეული –

tāni disvāna kā rati. რა სასიხარულოა მათი დანახვა?

Janapadakalyāṇīrūpanandātherīvatthu

Aṭṭhīnaṁ nagaraṁ kataṁ, ეს ძვლის ციხე,

maṁsalohitalepanaṁ; ხორცითა და სისხლით არის შელესილი;

Yattha jarā ca maccu ca, აქ მხცოვანება და სიკვდილი იმალებიან,

māno makkho ca ohito. ამპარტავნებასა და სიძულვილთან ერთად.

Mallikādevīvatthu

Jīranti ve rājarathā sucittā, ხელმწიფეთა მორთული ეტლებიც კი ცვდება

Atho sarīrampi jaraṁ upeti; და ეს სხეულიც ბერდება.

Satañca dhammo na jaraṁ upeti, მაგრამ, სათნოთა სწავლება არასოდეს ბერდება –

Santo have sabbhi pavedayanti. ამიტომაც, სათნონი სათნოთ ასწავლიან.

Lāḷudāyītheravatthu

Appassutāyaṁ puriso, უგუნური ადამიანი

balībaddhova jīrati; ხარივით ბერდება –

Maṁsāni tassa vaḍḍhanti, მისი სხეული იზრდება,

paññā tassa na vaḍḍhati. ხოლო მისი სიბრძნე – არა.

Udānavatthu

Anekajātisaṁsāraṁ, უთვალავი კვლავშობით ვიხეტიალე,

sandhāvissaṁ anibbisaṁ; შეგნების გარეშე,

Gahakāraṁ gavesanto, ამაოდ ვეძებდი სახლის მშენებელს;

dukkhā jāti punappunaṁ. კვლავშობა ტანჯვაა.

Gahakāraka diṭṭhosi, აჰა, გიხილე, სახლის მშენებელო!

puna gehaṁ na kāhasi; კვლავ ვეღარ ააშენებ სახლს!

Sabbā te phāsukā bhaggā, შენი საყრდენები დამსხვრეულია,

gahakūṭaṁ visaṅkhataṁ; შენი სახურავი – დანგრეული.

Visaṅkhāragataṁ cittaṁ, გონება განთავისუფლდა და

taṇhānaṁ khayamajjhagā. ლტოლვა მოსპო.

Mahādhanaseṭṭhiputtavatthu

Acaritvā brahmacariyaṁ, სიჭაბუკეში სულიერი გზა უგულებელყვეს

aladdhā yobbane dhanaṁ; და ვერც სიმდიდრე მოიხვეჭეს.

Jiṇṇakoñcāva jhāyanti, ახლა სხედან ბებერი ყანჩებივით,

khīṇamaccheva pallale. უთევზო გუბესთან.

Acaritvā brahmacariyaṁ, სიჭაბუკეში სულიერი გზა უგულებელყვეს

aladdhā yobbane dhanaṁ; და ვერც სიმდიდრე მოიხვეჭეს.

Senti cāpātikhīṇāva, ახლა ყრიან დამტვრეული ისრებივით

purāṇāni anutthunaṁ. და ნაღვლიანად მისტირიან წარსულს.

Jarāvaggo ekādasamo.
PreviousNext