Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 235-255

Malavagga 18. ბიწი

Goghātakaputtavatthu

Paṇḍupalāsova dānisi, დღეს გამხმარ ფოთოლს ჰგავხარ,

Yamapurisāpi ca te upaṭṭhitā; იამას მაცნეები უკვე გელიან.

Uyyogamukhe ca tiṭṭhasi, კარიბჭესთან დგახარ,

Pātheyyampi ca te na vijjati. საჭირო საგზალი კი არ გაგაჩნია.

So karohi dīpamattano, შექმენი თავშესაფარი საკუთარი თავისთვის!

Khippaṁ vāyama paṇḍito bhava; ისწრაფე მარდად, გახდი ბრძენი!

Niddhantamalo anaṅgaṇo, ბიწისგან განწმენდილი, უნაკლო,

Dibbaṁ ariyabhūmiṁ upehisi. კეთილშობილთა ზეციურ სამფლობელოში შეხვალ.

Upanītavayo ca dānisi, შენი ცხორების გზა უკვე მიილია და

Sampayātosi yamassa santikaṁ; ახლა იამასთან შესახვედრად მიემართები.

Vāso te natthi antarā, გზად შესასვენებელი ადგილიც არ გაქვს,

Pātheyyampi ca te na vijjati. საჭირო საგზალი კი არ გაგაჩნია.

So karohi dīpamattano, შექმენი თავშესაფარი საკუთარი თავისთვის!

Khippaṁ vāyama paṇḍito bhava; ისწრაფე მარდად, გახდი ბრძენი!

Niddhantamalo anaṅgaṇo, ბიწისგან განწმენდილი, უნაკლო,

Na punaṁ jātijaraṁ upehisi. კვლავ აღარ იშვები და დაბერდები.

Aññatarabrāhmaṇavatthu

Anupubbena medhāvī, გონიერმა ადამიანმა თანდათანობით

thokaṁ thokaṁ khaṇe khaṇe; უნდა განწმინდოს საკუთარი ბიწი,

Kammāro rajatasseva, ნაბიჯ-ნაბიჯ, წამი-წამ,

niddhame malamattano. როგორც მჭედელი გამოადნობს ვერცხლს.

Tissattheravatthu

Ayasāva malaṁ samuṭṭhitaṁ, როგორც რკინაზე გაჩენილი ჟანგი

Tatuṭṭhāya tameva khādati; ჭამს იმავე რკინას, რომელზეც წარმოიშვა,

Evaṁ atidhonacārinaṁ, ასევე მიაქანებს გადამეტებულ ადამიანს

Sāni kammāni nayanti duggatiṁ. მისივე საქმეები სატანჯველში.

Lāḷudāyīvatthu

Asajjhāyamalā mantā, გაუმეორებლობა სწავლების ბიწია,

anuṭṭhānamalā gharā; მოუვლელობა – სახლის;

Malaṁ vaṇṇassa kosajjaṁ, სიზარმაცე – სილამაზის,

pamādo rakkhato malaṁ. ხოლო უყურადღებობა – გუშაგის.

Aññatarakulaputtavatthu

Malitthiyā duccaritaṁ, უღირსი საქციელი ქალის ბიწია,

maccheraṁ dadato malaṁ; სიძუნწე – გამცემის.

Malā ve pāpakā dhammā, მანკიერი თვისებები ჭეშმარიტად ბიწია,

asmiṁ loke paramhi ca. როგორც ამ სოფლად, ისე მომავალში.

Tato malā malataraṁ, თუმცა, ამ ბიწებზე უარესი

avijjā paramaṁ malaṁ; და ყველაზე დიდი მათ შორის უგუნურებაა.

Etaṁ malaṁ pahantvāna, განთავისუფლდით ამ ბიწისაგან და

nimmalā hotha bhikkhavo. იყავით უბიწონი, ბერებო!

Cūḷasāribhikkhuvatthu

Sujīvaṁ ahirikena, ადვილია ცხოვრება ურცხვისთვის,

kākasūrena dhaṁsinā; ვინც ყორანივით თავხედი და დაცემულია,

Pakkhandinā pagabbhena, წინამასწარაა,

saṅkiliṭṭhena jīvitaṁ. თავხედურად და მანკიერად ცხოვრობს.

Hirīmatā ca dujjīvaṁ, მძიმეა ცხოვრება კეთილსინდისიერისთვის,

niccaṁ sucigavesinā; ვინც მუდამ სიწმინდეს ეძებს,

Alīnenāppagabbhena, თავმდაბალია, ფხიზელია,

suddhājīvena passatā. მართალი ცხოვრებით ცხოვრობს და გამჭრიახია.

Pañcaupāsakavatthu

Yo pāṇamatipāteti, ვინც ამ სოფლად

musāvādañca bhāsati; კლავს ცოცხალ არსებებს,

Loke adinnamādiyati, ცრუობს, იპარავს,

paradārañca gacchati. მრუშობს

Surāmerayapānañca, და ეტანება

yo naro anuyuñjati; მათრობელა სასმელებს,

Idheva meso lokasmiṁ, ის აქვე, ამ ქვეყანაზე,

mūlaṁ khaṇati attano. ძირკვავს საკუთარ ფესვებს.

Evaṁ bho purisa jānāhi, იცოდე ეს, მეგობარო:

pāpadhammā asaññatā; ისინი თავშეუკავებელნი და ბოროტნი არიან.

Mā taṁ lobho adhammo ca, ნუ მისცემ სიხარბესა და უსამართლობას ნებას,

ciraṁ dukkhāya randhayuṁ. რომ დიდხანს გტანჯონ.

Tissadaharavatthu

Dadāti ve yathāsaddhaṁ, ხალხი გასცემს საკუთარი რწმენისამებრ,

yathāpasādanaṁ jano; კეთილგანწყობისამებრ.

Tattha yo ca maṅku bhavati, თუკი ამან, ან სხვისმა

paresaṁ pānabhojane; საჭმელ-სასმელმა გაგაღიზიანა,

Na so divā vā rattiṁ vā, ვერც დღისით და ვერც ღამით

samādhimadhigacchati. ვერ მიაღწევ ღრმა კონცენტრაციას.

Yassa cetaṁ samucchinnaṁ, ვინც ამ გრძნობას მოიკვეთს,

mūlaghaccaṁ samūhataṁ; ძირფესვიანად ამოთხრის და გაანადგურებს,

Sa ve divā vā rattiṁ vā, ის ნამდვილად, დღისითაც და ღამითაც

samādhimadhigacchati. მიაღწევს ღრმა კონცენტრაციას.

Pañcaupāsakavatthu

Natthi rāgasamo aggi, არ არსებობს ცეცხლი ლტოლვის მსგავსი,

natthi dosasamo gaho; დანაშაული – სიძულვილის მსგავსი,

Natthi mohasamaṁ jālaṁ, ბადე – უგუნურების მსგავსი,

natthi taṇhāsamā nadī. ხოლო მდინარე – ლტოლვის მსგავსი.

Meṇḍakaseṭṭhivatthu

Sudassaṁ vajjamaññesaṁ, ადვილია სხვისი ნაკლის დანახვა,

attano pana duddasaṁ; საკუთარის ცნობა კი – რთული.

Paresaṁ hi so vajjāni, რამეთუ, ადამიანი სხვის ნაკლოვანებებს

opunāti yathā bhusaṁ; ისე ანიავებს, როგორც ბზეს,

Attano pana chādeti, ხოლო საკუთარს ისე მალავს,

kaliṁva kitavā saṭho. როგორც თაღლითი – ცუდ სვლას.

Ujjhānasaññittheravatthu

Paravajjānupassissa, როდესაც სხვაში ნაკლს ეძებ

niccaṁ ujjhānasaññino; და მუდამ სხვას განიკითხავ,

Āsavā tassa vaḍḍhanti, შენი ბიწი მხოლოდ იზრდება

ārā so āsavakkhayā. და შორდები ბიწიერებისაგან განთავისუფლებას.

Subhaddaparibbājakavatthu

Ākāseva padaṁ natthi, ცაში კვალი არ არსებობს,

samaṇo natthi bāhire; არც ჭეშმარიტი განდეგილი არის ამის მიღმა.

Papañcābhiratā pajā, ხალხს ამაოება ხიბლავს,

nippapañcā tathāgatā. ჭეშმარიტებას მიღწეულნი კი თავისუფალნი არიან ამ ამაოებისაგან.

Ākāseva padaṁ natthi, ცაში კვალი არ არსებობს,

samaṇo natthi bāhire; არც ჭეშმარიტი განდეგილი არის ამის მიღმა.

Saṅkhārā sassatā natthi, არცერთი განპირობებული მდგომარეობა არ არის მარადიული,

natthi buddhānamiñjitaṁ. გამოღვიძებულნი კი ურყევნი არიან.

Malavaggo aṭṭhārasamo.
PreviousNext